ვიქტორია სეკრეტი 2019

2019 წლის ვიქტორია სეკრეტის შოუ გაუქმდა - შანინა შეიკი

ნადინ ლეოპოლდი, შანინა შეიკი, ჰერიეტ პოლი, ბარბარა ფიალო, ტონი გარნი და ეიდენ კურტისი - ვიქტორია სეკრეტის 2018 წლის შოუ.

ვიქტორია სეკრეტის მოდელის შანინა შეიკის თქმით, 2019 წელს ქალის თეთრეულის ბრენდის შოუ აღარ ჩატარდება.

28 წლის ავსტრალიელმა მოდელმა Daily Telegraph-თან თქვა, რომ 2019 წელს შოუ არ ჩატარდება, თუმცა მას იმედი აქვს რომ ის მომავალაში დაბრუნდება.

"სამწუხაროდ, ვიქტორია სეკრეტის შოუ წელს არ ჩატარდება. მე ამას არ ვარ მიჩვეული, რადგან წელიწადის ამ დროს ყოველთვის ვიქტორია სეკრეტის ანგელოზივით ვემზადები და ვვარჯიშობ ხოლმე. თუმცა, სრულიად დარწმუნებული ვარ შოუ მომავალში დაბრუნდება", - თქვა შანინა შეიკმა.

შანინა შეიკი ვიქტორია სეკრეტის შოუზე პირველად 2011 წელს გამოჩნდა, მას შემდეგ კი 2012, 2014, 2015 და 2018 წლის შოუებშიც მიიღო მონაწილეობა.

ჯერჯერობით ვიქტორია სეკრეტის წარმომადგენლებს შოუს გაუქმებისა და მისი მიზეზების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა ამის უმთავრესი მიზეზი მაყურებლების შემცირება უნდა იყოს. შედარებისთვის, 2013 წელს შოუს პირდაპირ ეთერში 9.7 მილიონმა ადამიანმა უყურა, 2018 წელს კი ეს რიცხვი 3.3 მილიონ ადამიანზე შემცირდა.

გარდა ამისა, შოუს სავარაუდო გაუქმების მიზეზი შესაძლოა მაისში გავრცელებული ის ამბავიც იყოს, რომ 2019 წლის ვიქტორია სეკრეტის შოუს არც ერთი ტელევიზია აღარ გაუშვებს.

კომენტარები