საბურთალოს მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე

"საბურთალო" ზაგრების "დინამოსთან" დამარცხდა და ევროპა ლიგაზე გადავიდა (ვიდეო)

0 კომენტარი

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, ზაგრების "დინამომ" საქართველოს ჩემპიონი "საბურთალო" 3:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ხორვატებს თბილისში 2:0 ჰქონდათ მოგებული და ორი მატჩის ჯამში 5:0 იმარჯვეს.

თბილისელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და საგოლე მომენტებიც შექმნეს, მაგრამ ანგარიში ვერ გახსნეს. მეორე ტაიმში, ზაგრებელთა უპირატესობა გამოიკვეთა და საბოლოოდ, გამანადგურებელი ანგარიშიც დაფიქსირდა.

ამ მარცხის შემდეგ, "საბურთალო" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება და ერევნის "არარატს" დაუპირისპირდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები