ხვალიდან, 1-ლი აგვისტოდან, კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალური პარკირება ამოქმედდება

კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე ხვალიდან, 1-ლი აგვიტოდან, ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი ამოქმედდება. პროექტს თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახური ახორციელებს და როგორც დღეს კახა კალაძემ თქვა, სამსახურის თანამშრომლები იმუშავებენ ადგილზე და კონსულტაციას გაუწევენ მძღოლებს.

„განთავსებული გვქონდა საინფორმაციო ჯიხური, რომ ყველა დაინტერესებულ პირს მიეღო ინფორმაცი ამ ახალ პროექტთან დაკავშირებით, თუმცა ხვალიდან სატრანპორტო კომპანიის თანამშრომლები ადგილზე დაეხმარებიან მძღოლებს გაიგონ, თუ როგორ მუშაობს და ფუნქციონირებს ეს სისტემა,“ - ამბობს კალაძე.

ზონალურ საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება, როგორც აპლიკაციის ისე, სწრაფი გადახდის საშუალებებით.

კომენტარები