კრიმინალი

ბათუმში უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დაჭრეს

აჭარის ტელევიზია

ბათუმში უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დაჭრეს. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან.

ბრალდებული დაკავებული არ არის, თუმცა, შსს-ს ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულში მონაწილე, 2001 წელს დადგენილი პირი. ის ეროვნებით ქართველია.

შსს-ში არ აზუსტებენ დაშავებულების ეროვნებას, ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, თუმცა არა დამსვენებლები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები