ტელემაუწყებლობა

"სტერეო +"-მა ხვალ, 1 აგვისტოს, R2-ს, TV პირველსა და "ერთსულოვნებას", შესაძლოა, მაუწყებლობა შეუწყვიტოს

stlucianewsonline.com

ციფრული ოპერატორი "სტერეო +" აცხადებს, რომ ხვალ, 1 აგვისტოს, შესაძლოა სამ არხს ეროვნული მაუწყებლობა შეუწყვიტოს. საუბარია რუსთავი ორზე, ტელეკომპანია პირველზე და "ერთსულოვნებაზე". კომპანიაში ამის მიზეზად "შექმნილ ურთულეს მდგომარეობას" ასახელებენ. 

"1 აგვისტოს, 24:00 საათიდან, ეროვნული მაუწყებლობა შესაძლოა, „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებას“ და „ტვ პირველს“ შეუწყდეთ. გადაწყვეტილება პირველმა კერძო მულტიპლექს ოპერატორმა სტერეო +-მა, კომპანიაში შექმნილი ურთულესი ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღო. ეს გამოწვეულია ღია საეთერო ეროვნული მაუწყებლების მიერ, მომსახურების საფასურის გადაუხდელობით. აღნიშნული ტელეკომპანიების გათიშვის გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება მითითებულ დრომდე დაფარული არ იქნება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, "სტერეო +" უზრუნველყოს ციფრულ მაუწყებლობას მთელი საქართველოს მასშტაბით. შედეგად, მოსახლეობა ქართულ არხებს უფასოდ იღებს. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია რუსთავი 2-ს, ტვ პირველსა და "ეერთსულოვნებას" მაუწყებლობას შეუწყვეტს, ეს არხები მხოლოდ ფასიან ოპერატორებთან დარჩება.

კომენტარები