ლარის გაუფასურება

კომერციულ ბანკებში დოლარი 3 ლარზე ძვირი ღირს

TBC ბანკის ვალუტის გაცვლითი კურსით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამ დროისათვის 3.015 ლარს შეადგენს, ანალოგიური ღირებულება აქვს დოლარს საქართველოს ბანკშიც.

Bloomberg Markets-ის ვალუტის გაცვლითი კურსით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამჟამად 2.9675 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალურ კურსს საღამოს გამოაქვეყნებს, იქამდე კი ლარი გაუფასურების ანტირეკორდებს ხსნის. უკანასკნელი მონაცემებით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით ისტორიულ მინიმუმზეა და 2.9507 ლარს შეადგენს.

უკვე ერთ თვეზე მეტია, ლარის კურსს გაუფასურების ტენდენცია აქვს. ივნისის პირველ ნახევართან შედარებით, ეროვნული ვალუტა 20 თეთრზე მეტით გაუფასურდა.

ნახეთ ტაბულას ინტერვიუ ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილთან ლარის გაუფასურების მიზეზებთან და ეკონომიკის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით.

კომენტარები