ავღანეთი

ავღანეთში ავტობუსი ნაღმზე აფეთქდა, დაიღუპა 28 მშვიდობიანი მოქალაქე

AFP

ავღანეთში ყანდაარიდან ჰერათის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი, რომელშიც ქალები და ბავშვები იმყოფებოდნენ ნაღმზე აფეთქდა. დაიღუპა 28 ადამიანი, დაშავდა 10.

დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა.

პროვინციის წარმომადგენლების თქმით გაზე ბომბი თალიბანის დამონტაჟებული იყო. თალიბანს მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

გუშინ გაეროს მიერ გავრცელებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 18 წლიანი კონფლიქტის განმავლობაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი დიდია.

მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის პირველ ნახევარში გასულ წელთან შედარებით მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი დაღუპულთა შორის 27%-ით შემცირდა, რიცხვი საკმაოდ მაღალია.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 1,366 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 2,446. დაღუპულთა მესამედი ბავშვები არიან.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-სა და ავღანეთის მთავრობის ქმედებების შედეგად გამოწვეული მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებში უფრო მაღალია, ვიდრე თალიბანის მიერ.

კომენტარები