დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთმა ირანის მიერ მათი ტანკერის დაკავების განსახილველად აშშ და საფრანგეთი მიიწვია

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

დიდმა ბრიტანეთმა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში მათი ნავთობტანკერის დაკავების განსახილველად აშშ-სა და საფრანგეთის სამხედრო წარმომადგნლები მიიწვია.

მხარეების შეხვედრა ბაჰრეინში გაიმართება და ისინი ჰორმუზის სრუტეში ტანკერების მოძრაობის უსაფრთხოებისათვის საერთაშორისო მისიის შექმნას განიხილავენ. შეხვედრაზე მიწვეულია გერმანიაც, თუმცა უცნობია მიიღებენ თუ არა ისინი განხილვაში მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ ირანმა ჰორმუზის სრუტეში ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი ნაბთობტანკერი დააკავა. მიუხედავად იმისა, რომ ტანკერს ბრიტანეთის ფლოტის გემი იცავდა, დაკავების მომენტში ის ტანკერიდან ერთი საათის სავალ გზაზე იმყოფებოდა.

ირანის მიერ ტანკერის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც გიბრალტარში ბრიტანეთის სამხედრო ძალების დახმარებით ირანული ნავთობტანკერი სირიისათვის დაწესებული სანქციების დარღვევის გამო დააკავეს.

მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-ის ფლოტის გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა თქვა, რომ ქვეყანას სურს საერთაშორისო სამხედრო კოალიციის შექმნა, რათა ირანისა და იემენის მიმდებარე წყლები და თავისუფალი გადაადგილება დაიცვას.

მისი თქმით მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან, რომლებსაც პოლიტიკური ნება აქვთ და გეგმას მხარს უჭერენ.

გეგმის მიხედვით აშშ-ის ხომალდები დაზვერვას და მისიების მონიტორინგს განახორციელებენ, ხოლო მოკავშირე ქვეყნების გემები პატრულირებას და სავაჭრო ხომალდების ეკორტირებას. გენერალ დანფორდის თქმით მასშტაბები მოკავშირე ქვეყნების რაოდენობასა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები