სან დიეგოს ზოოპარკი

სან დიეგოს ზოოპარკში ხელოვნურად განაყოფიერებული მარტორქა დაიბადა

Ken Bohn/AP

სან დიეგოს ზოოპარკში ხელოვნურად განაყოფიერებული თეთრი მარტორქა დაიბადა. მეცნიერების თქმით, ეს შემთხვევა წინ გადადგმული ნაბიჯია გადაშენების პირას მყოფი სახეობის გადასარჩენად.

ხელოვნურად განაყოფიერებული მარტორქის დაბადება ამერიკაში პირველი, ხოლო მსოფლიოში მესამე შემთხვევაა.

ზოოპარკის ცნობით, ახალშობილის დედამ, სახელად ვიქტორიამ, ხელოვნურად განაყოფიერებული ნაყოფი 493 დღე ატარა. მისი მშობიარობა კი 30 წუთს გაგრძელდა.

კომენტარები