იაპონია

იაპონიაში ანიმატორი ბიჭი მაღალი ჰაერის ტემპერატურის შედეგად გაირდაიცვალა

hirakatapark

იაპონიაში ანიმატორი ბიჭი ჰაერის მაღალი ტემპერატურის შედეგად გარდაიცვალა. ის ერთ-ერთია იმ 11 ადამიანისგან, რომლებიც იაპონიის ძლიერ სიცხეს ემსხვერპლნენ.

28 წლის ბიჭი კვირას საღამოს, 28 ივლისს, ჰირაკატას პარკში, ოსაკაში გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ფორმაში ჩაცმული ცეკვავდა. მისი ფორმა 16 კილოგრამს იწონიდა.

იაპონიაში ბოლო კვირის მანძილზე ძლიერი სიცხის მიზეზით საავადმყოფოში 5000-ზე მეტი ადამიანი მოხვდა.

სინოპტიკოსები მომავალ კვირაში იაპონიაში ჰაერის ტემპერატურის კიდევ უფრო გაზრდას ვარაუდობენ.

ტრაგედიის გამო პარკმა ყველა ის ღონისძიება გააუქმა, რომელიც ანიმატორის ფორმის გამოყენებას მოიაზრებდა.

კომენტარები