ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში აქციებზე დაკავებული დემონსტრანტები გირაოთი გამოუშვეს

Reuters

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 44 დემონსტრანტს სასამართლომ 128 აშშ დოლარის გირაო შეუფარდა.

მათ ამბოხებაში მონაწილეობის ბრალდებით ასამართლებენ, რამაც მომიტინგეების უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ.

დაკავებულთაგან 13 სტუდენტია.

მათი სასამართლო პროცესი 25 სექტემბერს გაიმართება, მანამდე კი ჰონგ-კონგის დატოვება აქვთ აკრძალული.

შეგახსენებთ, რომ ერთ თვეზე მეტია ჰონგ-კონგის ქუჩებში მილიონობით ადამიანი იმ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის, რომლითაც დამნაშავეების კონტინენტურ ჩინეთში გაგზავნა იქნება შესაძლებელი. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტი და მომიტინგეებს ბოდიშიც მოუხადა, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. 

მომიტინგეები შიშობენ, რომ ლამის მმართველობის სათავეში ყოფნით ჰონგ-კონგში ჩინეთის გავლენა გაიზრდება.

გუშინ ასობით მომიტინგემ მატარებლების მოძრაობა შეაფერხა. მათი ნაწილი მატარებლის სადგურებზე შეიჭრა და მატარებლის კარი დაბლოკა. ნაწილმა სიგნალიზაციის სისტემები ჩართო.

კომენტარები