ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ ლეგენდარულ მხატვარსა და სიურეალზმის ოსტატს, სალვადორ დალის ლუის ქეროლის წიგნისთვის "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" ილუსტრაციები აქვს შექმნილი.
1969 წელს წიგნის "ალისა საოცრება ქვეყანაში" ლიმიტირებული გამოცემა გამოვიდა და მისთვის ილუსტრაციები სალვადორ დალიმ შექმნა. მთლიანობაში 2 700 წიგნი გამოიცა და წიგნის თითოეული თავისთვის მხატვარს თითო ილუსტრაცია ჰქონდა შექმნილი.
ილუსტრაციები სალვადორ დალისთვის დამახასიათებელ სიურეალისტურ სტილში არის დახატული.