რუსეთი

რუსეთში მოსწავლეებისთვის "სამხედრო-პატრიოტული" ბანაკების გახსნას გეგმავენ

inverstorshunb

რუსეთი ახალგაზრდებისთვის სამხედრო-პატრიოტული თემატიკის საგანმანათლებლო ცენტრის "ავანგარდის" გახსნას გეგმავს. მთავრობა ამაში 63 მილიონი დოლარის გადახდას აპირებს. 

RBC-ის ინფორმაციით, სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეები წელიწადში ერთხელ "სამხედრო-პატრიოტული განათლების" ბანაკში შეიკრიბებიან, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 350 მილიონ დოლარის ღირებულების პატრიოტულ პარკში გახსნიან. 

ამჟამად განიხილავენ, ახალგაზრდებისთვის აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა მოხალისეობრივი თუ სავალდებულო უნდა იყოს. 

პროექტისთვის მოსკოვის საკრებულო და მოსკოვის რეგიონის ადმინისტრაციები, თითო 2 მილიარდ რუბლს (31.5 მილიონი დოლარი) გაიღებს. 

საგანმანათლებლო ცენტრის "ავანგარდის" მშენებლობა სექტემბერში არის დაგეგმილი. 

2015 წელს პუტინმა ახალგაზრდა რუსების სამხედრო არმიის ჩამოყალიბების იდეას მხარი დაუჭირა, აღნიშნულ არმიას ნაცისტური გერმანიის ჰიტლერიუგენტის ანალოგადაც განიხილავენ. ახალგაზრდა არმიას ამჟამად, დაახლოებით, ნახევარი მილიონი 8-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავს, თუმცა 2020 წლის 9 მაისის ღონისძიებისთვის იმედოვნებენ, რომ მათი რიცხვი 1 მილიონს გაუტოლდება.

აღსანიშნავია, რომ აპრილში რუსი ახალგაზრდებისთვის ახალი არხი პაბედა შექმნეს, რისი პროგრამებიც სრულიად მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე არის. ასევე, მარტში დააანონსეს, რომ რუსეთში დანაშაულისკენ მიდრეკილ ახალგაზრდებს სამხედრო-პატრიოტულ ბანაკში გააგზავნიდნენ.

გაეროს კონვენციის თანახმად, ბავშვების სამხედრო ინდოქტრინაცია აკრძალულია.

კომენტარები