ოსკარი

საქართველოდან ოსკარისთვის დიმიტრი ცინცაძის ფილმი "შინდისი" იბრძოლებს

საქართველო ოსკარზე რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმს "შინდისი" წარადგენს.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილება რეჟისორების, დამდგმელი მხატვრის, მსახიობების, პროდიუსერებისა და კინოკრიტიკოსებისგან დაკომპლექტებულმა 12-კაციანმა ჟიურიმ ფარული კენჭისყრის საფუძველზე მიიღო.

"გამარჯვებული ფილმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ოსკარის კამპანიაში ჩაერთვება და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს" - აცხადებს სამინისტრო.

“შინდისი” 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ეხება.

კომენტარები