ჰომოფობია

Rammstein-მა რუსეთში გამართულ კონცერტზე ქვეყანაში არსებული ჰომოფობია კოცნით გააპროტესტა

Gaytimes

გერმანული ჯგუფის, Rammstein-ის წევრებმა, რიჩარდ კრუსპემ და პაულ ლენდერსმა რუსეთში გამართულ კონცერტზე ერთმანეთს აკოცეს. გიტარისტებმა ამ ქმედებით ქვეყანაში არსებული ჰომოფობია გააპროტესტეს.  

Rammstein-მა ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა. "რუსეთო, გვიყვარხარ!" - ვკითხულობთ აღწერაში. 

View this post on Instagram

Россия, мы любим тебя! Photos: @jenskochphoto

A post shared by Rammstein (@rammsteinofficial) on

რუსეთში "ლგბტ პროპაგანდა" აკრძალულია. ვლადიმერ პუტინის მიერ მიღებული "ლგბტ პროპაგანდის" კანონმა რუსეთში ლგბტ პირებისადმი მტრული გარემო გაამძაფრა.  

"ჩვენ ლგბტ ადამიანებთან პრობლემა არ გვაქვს. ღმერთმა დაგვიფაროს, იცხოვრონ, როგორც სურთ, მაგრამ ზოგი რამ გადაჭარბებული გვეჩვენება. ისინი ახლა ამტკიცებენ, რომ ბავშვებს შეუძლიათ ითამაშონ ხუთი ან ექვსი გენდერული როლი. დაე ყველა იყოს ბედნიერი, ჩვენ ამასთან პრობლემა არ გვაქვს. მაგრამ ამან არ უნდა დაჩრდილოს კულტურა, ტრადიციები და ოჯახური ფასეულობები, რაც მილიონობით ადამიანს აქვს, რომლებიც მოსახლეობის ბირთვს შეადგენენ," - თქვა ვლადიმერ პუტინმა დიდი ოცეულის სამიტამდე მიცემულ ინტერვიუში. 

ცნობისთვის, 23 ივლისს სანქტ-პეტერბურგში ლგბტ აქტივისტი, ელენე გრიგორიევა მოკლეს. მასზე ფიზიკურად იძალადეს და შეტყობინებებში სიკვდილით ემუქრებოდნენ. 

კომენტარები