რუსეთი

საავადმყოფოში, სადაც ნავალნის უმკურნალეს ამბობენ, რომ მის ორგანიზმში საწამლავი არ აღმოჩნდა

ალექსეი ნავალნი
AP

ინტერფაქსის მიხედვით საავადმყოფოში, სადაც ნავალნი ციხიდან სამკურნალოდ გადაიყვანეს ამბობენ, რომ მას ტესტი ჩაუტარდა და ორგანიზმში მომწამლავი ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, 24 ივლისს საცხოვრებელ სახლთან დააპატიმრეს. ბოლო 30 დღის განმავლობაში ეს ნავალნის დაპატიმრების მეორე შემთხვევა იყო. იმავე დღეს, სასამართლომ ნავალნის, მიტინგის ორგანიზების წესების დარღვევისთვის 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ნავალნის პრესსპიკერმა, კირა იარმიშმა 28 ივლისს საღამოს თქვა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 64-ე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოფიციალური დიაგნოზით, მას მწვავე ალერგიული ფონი გამოუვლინდა. თუმცა, მისმა პირადმა ექიმმა, ანასტასია ვასიელევამ აღნიშნული დიაგნოზი გამორიცხა და თქვა, რომ ალერგიული ფონი ნავალნის არასდროს აღენიშნებოდა, მით უფრო, რომ ის იმ საჭმელს მიირთმევდა რასაც სხვა დაკავებულები და არანაირი ახალი პარფიუმერია და პირადი ჰიგიენის საშუალებები არ გამოუყენებია. ამავე პოსტში ვასილიევამ დაწერა, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება შესაძლოა, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებას უკავშირდებოდეს. 

29 ივლისს, ნავალნი საავადმყოფოდან გაწერეს და საპატიმროში დააბრუნეს. მოგვიანებით, ნავალნიმ facebook-ზე პოსტი დაწერა და მისი მოწამვლა არ გამორიცხა. 

კომენტარები