ლარის გაუფასურება

დოლარი 2.9718₾ ღირს - ლარი ისტორიული ანტირეკორდების დამყარებას განაგრძობს

ტაბულა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 31 ივლისის სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 2.11 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი 2.38 თეთრით.

ამრიგად, ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარი 2.9718 ლარი ეღირება, ერთი ევრო კი 3.3127 ლარი.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც.

უკვე ერთ თვეზე მეტია, ლარის კურსს გაუფასურების ტენდენცია აქვს. ივნისის პირველ ნახევართან შედარებით, ეროვნული ვალუტა თითქმის 25 თეთრით გაუფასურდა.

ნახეთ ტაბულას ინტერვიუ ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილთან ლარის გაუფასურების მიზეზებთან და ეკონომიკის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით.

კომენტარები