The irishman

მარტინ სკორსეზეს THE IRISHMAN-ის პირველი თრეილერი გავრცელდა - ვიდეო

დაახლოებით ერთი საათის წინ, ნეტფლიქსმა მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმის The Irishman-ის პირველი თრეილერი გამოაქვეყნა.

ფილმში მთავარ როლებს ალ პაჩინო, რობერტ დე ნირო და ჯო პეში ასრულებენ. The Irishman განგსტერებზე გადაღებული ფილმია, რომელიც ჩარლზ ბრენდის ნოველას "I Heard You Paint Houses" ეყრდნობა.

ფილმის პრემიერა ნიუ-იორკის ფილმის ფესტივალზე შედგება, რომელიც 27 სექტემბერს იწყება და 13 ოქტომბერს სრულდება.

კომენტარები