ლარის კურსი

ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის ეროვნული ბანკი 40 მილიონ დოლარს გაყიდის

ლარის დღევანდელი გაუფასურების შემდეგ, ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს ააანონსებს.. ბანკის ინფორმაციით, დღევანდელი კურსი საფრთხეს უქმნის ფასების სტაბილურობას და საფრთხის თავიდან ასარიდებლად, ხვალ საკუთარი რეზერვებიდან 40 მილიონ დოლარს, სავალუტო აქციონზე გაყიდის.

გთავაზობთ ეროვნული ბანკის განცხადებას უცვლელად:

"ეროვნული ბანკის შეფასებით, მიუხედავად დადებითი შიდა და საგარეო მაკროეკონომიკური დინამიკისა, ტურიზმთან დაკავშირებული შოკისა და ნეგატიური მოლოდინების ფონზე, დღეისათვის გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას, რათა არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცია.

ამ მიზნით, ეროვნული ბანკი ხვალ, 1 აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც მიმართავს. თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი ასევე გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას."

შეგახსნებთ, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ლარი მკვეთრად უფასურდება. ბოლო დღეებში ლარმა ოთხჯერ განაახლა ისტორიული ანტირეკორდი და ამჯერად ერთი დოლარის ღირებულება 2.9718 ლარია, ხოლო ერთი ევროსი 3.3127 ლარი.

კომენტარები