ყალბი ფული

ყალბი 500-ევროიანების გასაღებისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა და შიდა ქართლის რეგიონში გაასაღა 6 ცალი ყალბი 500 ევროიანი კუპიურა, საერთო ჯამში 3 000 ევროს ოდენობით" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები