ზვიად კუპრავას საქმე

9 თვე მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის - ზვიად კუპრავა დამნაშავედ ცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ზვიად კუპრავა სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. მოსამართლის შეურაცხყოფისთვის მას 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

საქმე ეხება 2018 წლის 11 ივნისს მომხდა ფაქტს - გამოძიების ინფორმაციით, ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). ამისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, თუმცა, 2019 წლის თებერვალში, "ახალი დანაშაულის ჩადენის გამო", გირაო პატიმრობით შეეცვალა.

"სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას. 

გირაოს პირობების დარღვევის - ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების - გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით. აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომა ჩატარდა ზვიად კუპრავას გარეშე, ვინაიდან ბრალდებულმა თავი აარიდა მართლმსაჯულებასაც" - აცხადებდა შსს თებერვალში.

კომენტარები