ჩრდ. კორეელი ჯარისკაცი დემილიტარიზებული ზონის გავლით სამხრ. კორეაში გადაიპარა

Getty Images

სამხრეთ კორეაში ამბობენ, რომ დააკავეს ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი, რომელიც ღამით დემილიტარიზებული ზონის გავლით მათ ტერიტორიაზე გადაიპარა.

ჯარისკაცმა სამხრეთ კორეაში დარჩენის სურვილი გამოთქვა.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელს ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთში ათასამდე ადამიანი გადადის, მსგავსი შემთხვევები დემილიტარიზებულ ზონაში, რომელიც ორივე მხრიდან განსაკუთრებით არის დაცული, იშვიათია.

2017 წლის ნოემბერში ჩრდილოეთ კორეელმა კაცმა ზონის გადაკვეთა სცადა, რა დროსაც ჩრდილოეთ კორეელმა ჯარისკაცებმა მას 40-ჯერ ესროლეს. როდესაც მან სამხრეთ კორეის მხარეს მიაღწია, 5 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

კომენტარები