შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახური: ქობულეთში ჩვენს თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

0 კომენტარი

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთის რაიონის სოფელ ალამბარში, მათ თანამშრომლებს საქმიანობაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთ ობიექტზე აქციზური მარკის გარეშე თამბაქოს გაყიდვა გამოვლინდა, რის შემდეგაც მეპატრონემ თანამშრომლებს ხელი შეუშალა და საქონელი გადამალა.

"ერთ-ერთი გადამხდელის კუთვნილ ობიექტზე, წინასწარ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელებული დათვალიერებისას, გამოვლინდა თამბაქოს აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ფაქტი, რა დროსაც ობიექტის მეპატრონემ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებს ხელი შეუშალა პროფესიულ საქმიანობაში, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, იძულების წესით დაატოვებინა ობიექტი და ადგილიდან გადამალა საქონელი", - აღნიშნავენ უწყებაში.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მეწარმის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გამო, უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ვერ ამოიღეს და ვერც შემდგომი პროცედურები შეასრულეს, რის გამოც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მეწარმეს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით. 

ამასთან, სამსახურის თანამშრომლებმა ძალადობის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურს მიაწოდეს, რის შემდეგაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გამოძიება დაიწყო. ამ ეტაპისთვის, დაკავებულია ორი მოქალაქე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები