იემენი

იემენში სამხედრო აღლუმზე ჰუსიტი ამბოხებულების თავდასხმას 32 ადამიანი ემსხვერპლა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

იემენში გამართულ სამხედრო აღლუმზე ირანის მიერ მხარდაჭერული ჰუსიტი ამბოხებულების თავდასხმას სულ მცირე 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი.

ადენში სამხდრო აღლუმს რაკეტებითა და დრონებით დაესხნენ თავს.

პარალელურად ადენში პოლიციის შენობას თავს ასაფეთქებლებით სავსე მანქანით დაესხნენ. დაღუპულთა და დაჭრილთა ზუსტი რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია. ასევე უცნობია ვინ იდგა ამ თავდასხმის უკან, თუმცა წარსულში მსგავსი თავდასხმები ალ-ქაიდას აქვს განხორციელებული.

იემენში არეულობა 2011 წელს არაბული გაზაფხულის მოვლენების დროს მთავრობის გადადგომის შემდეგ დაიწყო. საუდის არაბეთის კოალიცია კონფლიქტში 2015 წელს ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ ჩაერთო, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ ირანი საუდის არაბეთის წინააღმდეგ იყენებს. გასულ თვეებში რიადის მახლობლად იემენიდან გასროლილი რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს, რომლებიც სავარაუდოდ ირანული წარმოშობისაა. 2015 წლის შემდეგ იემენში კონფლიქტმა 10,000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები