რუსთავი 2-ის საქმე

დავით დვალი: ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლების ტროლია

ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი
Rustavi2

დავით დვალი ამბობს, რომ  ხელმოწერა, რომელიც ირაკლის ოქრუაშვილის თქმით ქიბარ ხალვაშს ეკუთხვნის, ფალსიფიცირებულია და ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლების ტროლია. 

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ხელმოწერა არის ფალსიფიცირებული. მე ვერ დავიჯერებ, რომ ქიბარ ხალვაშს ხელი მოწერილი აქვს ასეთ დოკუმენტზე 3 წლის წინ და მშვიდად აგრძელებდა ბრძოლას რუსთავი 2-სთვის. მე მგონია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ამ თავისი ხელმოწერით და ამ თავისი ბრალდებებით და პირდაპირ ვთქვათ, ინსინუაციებით, რაც წართმევის პერიოდს ეხება, უბრალოდ ხელისუფლების ტროლია. მე მგონია, რომ მისი ეს ვითომ ხელმოწერა არის დამოკლეს მახვილი, რომელიც კიდია ქიბარ ხალვაშის თავზე, ანუ, განცდა მაქვს, რომ ქიბარ ხალვაშსაც არ ენდობიან ბოლომდე, შესაბამისად რაღაც მექანიზმს იტოვებენ იმისთვის, რომ თუ რაღაც ისე არ განვითარდა სცენარი, აამოქმედონ დამატებითი ბერკეტი მის წინააღმდეგ. მე ასეთი შტაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ შემთხვევაში ოქრუაშვილი მთლიანად ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს,“- თქვა დავით დვალმა პრესკონფერენციაზე

დღეს, 1 აგვისტოს დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ქიბარ ხალვაშის მიერ შეთავაზებული რუსთავი 2-ის 40%-იანი წილის დათმობაზე ისაუბრეს.

ირაკლი ოქრუაშვილმა რუსთავი 2-ის წილების დაყადაღების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. მისი ადვოკატის თქმით, მოთხოვნის და სარჩელის სასამართლოში შეტანის საფუძველს ირაკლი ოქრუაშვილს 2010 წელს ბერლინში ქიბარ ხალვაშთან დადებული შეთანხმება აძლევს, რომლის მიხედვითაც ოქრუაშვილი რუსთავი 2-ის მფლობელთან აფილირებული პირი გახდა. მისივე თქმით, შეთანხმების მიხედვით დასტურდება, რომ რუსთავი 2-ის წილი შეიძინა ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით. სასამართლომ ოქრუაშვილს რ2--ის წილების დაყადაღებაზე უარი უთხრა.

კომენტარები