ტურისტების გადარჩენა

ლენტეხში დაკარგული ორი ტურისტი მაშველებმა გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ლენტეხში, სოფელ ზესხოს მიმდებარედ, მთებში შვეიცარიის ორი მოქალაქე დაიკარგა, რომლებიც მაშველებმა გადაარჩინეს.

ტურისტების დასახმარებლად 10-კაციანი ქვეითი ჯგუფი მუშაობდა, თუმცა რთული რელიეფის და გარემო პირობების გამო, ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო.

"მაშველებმა შეძლეს ტურისტებთან სატელეფონო კავშირის დამყარება და დაზუსტდა ინფორმაცია მათი ადგილმდებარეობის და კოორდინატების შესახებ. მაშველებმა დაათვალიერეს დაკარგული ტურისტების მიერ მოწოდებული კოორდინატების შესაბამისი ლოკაციები, ასევე სამთო-ტურისტული სავარაუდო მარშრუტები. რამდენიმესაათიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, ტურისტები იპოვეს და ვერტმფრენის საშუალებით თბილისში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნავენ უწყებაში.

კომენტარები