ინგლისი

ინგლისში 2014 წელთან შედარებით პოლიეთილენის პარკების გამოყენება 90%-ით შემცირდა

BBC.com

ინგლისის მთავრობის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით პოლიეთილენის პარკების გაყიდვა ინგლისში განახევრდა - 2018-19 წლებში ინგლისში 548 მილიონი პოლიეთლიენის პარკი გაიყიდა, წინა წელს ეს რიცხვი 1 მილიარდს შეადგენდა. 

2015 წელს ქვეყანაში ერთჯერადი პარკები ფასი 5 პენსი გახდა, ამის გამო წინა წლებთან შედარებით ბოლო 4 წლის განმავლობაში პოლიეთილენის პარკების გამოყენება 90%-ით შემცირდა.

2014 წელს ერთი ადამიანი საშუალოდ 140 პოლიეთილენის პარკს ყიდულობდა, წელს ის საშუალოდ 10-ს ყიდულობს.

ინგლისში მიღებული კანონმდებობლით 2015 წლიდან კომპანიას, რომელსაც 250-ზე მეტი ადამიანი ყავს დასაქმებული ვალდებულება ეკისრება, რომ პოლიეთილენის პარკს ფასი დაადოს. 

მსოფლიოში ყოველ წელს 300 მილიონი ტონა პლასტმასი იწარმოება, აქედან 8 მილიონი ოკეანეში ხვდება, რომლებიც ხშირად ზღვის ცხოველებს საჭმელში ეშლებათ. ამის გამო დაახლოებით 100,000 ცხოველი კვდება ოკეანეში. 

კომენტარები