ფორმულა კრეატივი

ფორმულა კრეატივი: თანამოაზრეებთან და პარტნიორებთან ერთად ახალ მედია პლატფორმას ვქმნით

კომპანია "ფორმულა კრეატივი" თანამოაზრეებთან და პარტნიორებთან ერთად ახალ მედია პლატფორმას ქმნის. ამის შესახებ მათ მიერ გარცელებულ განცხადებაში წერია. განცხადებაში ასევე წერია, რომ დღეს ქვეყანაში ეჭვქვეშ დგას კონსტიტუციით დეკლარირებული დასავლური ღირებულებები.

"დღეს ქვეყანაში შემქნილი პოლიტიკური ვითარება და აშკარად გაძლიერებული რუსული პროპაგანდა საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ განვითარებას, თავისუფალ სიტყვასა და ადამიანის უფლებებს. ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს მთელი მედია სივრცე და ჩაახშოს კრიტიკული აზრი. მოქალაქეებს ეზღუდებათ შესაძლებლობა ჰქონდეთ მრავალმხრივი და სრულფასოვანი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ეჭვქვეშ დგას კონსტიტუციით დეკლარირებული დასავლური ღირებულებები. კომპანია "ფორმულა კრეატივი" თანამოაზრეებთან და პარტნიორებთან ერთად ქმნის ახალ მედია პლატფორმას. გვაქვს სურვილი და ვალდებულება შევქმნათ ხარისხიანი, უკომპრომისო, სანდო, ოპერატიული და ეფექტური მედია-საშუალება, ახალი ტელევიზია, სადაც ასპარეზი და პოზიციის გამოხატვის საშუალება ექნება ყველა იმ ადამიანს, ორგანიზაციას, პარტიას და ჯგუფს, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი ქვეყნის განვითარებული და ცივილიზირებული მომავალი," - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

დღეს ახალი ტელევიზიის შექმნა დააანონსა საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა. კეზერაშვილი აღნიშნავს, რომ ხალხის დასავლური არჩევანი დასაცავია და სატელევიზიო პლატფორმა გვერდში დაუდგება არა რომელიმე პარტიას, არამედ მთელ სამოქალაქო საზოგადოებას.

როგორც "ფორმულა კრეატივის" დამფუძნებელმა ირაკლი საღინაძემ ტაბულას უთხრა, კეზერაშვილი და ფორმულა კრეატივი ტელეკომპანიას ერთად აფუძნებენ. 

"მოლაპარაკების პროცესი დარსულებული არაა, მაგრა ძირითადი ხედვები და მიზნები და მიზნებისკენ სასიარულო გზები და მეთოდები თანხვედრაშია და შეიძლება ითქვას, რომ პრინციპული შეთანხმება მიღწეულია, რომ ახალ მედიას ერთად გავაკეთებთ," - უთხრა საღინაძემ ტაბულას.

კომენტარები