ფორმულა კრეატივი

საღინაძე: პრინციპული შეთანხმება მიღწეულია, ახალ მედიას კეზერაშვილთან ერთად გავაკეთებთ

თეორემა/ტაბულა

"ფორმულა კრეატივის" დამფუძნებელის ირაკლი საღინაძის თქმით, ახალ მედიას დავით კეზერაშვილთან ერთად აფუძნებენ. ამის შესახებ საღინაძემ ტაბულასთან საუბრისას თქვა. ის ამბობს, რომ მოლაპარაკებების პროცესი არ დასრულებულა, თუმცა პრინციპული შეთანხმება მიღწეულია. 

"მოლაპარაკების პროცესი დარსულებული არაა, მაგრა ძირითადი ხედვები და მიზნები და მიზნებისკენ სასიარულო გზები და მეთოდები თანხვედრაშია და შეიძლება ითქვას, რომ პრინციპული შეთანხმება მიღწეულია, რომ ახალ მედიას ერთად გავაკეთებთ," - უთხრა საღინაძემ ტაბულას.

"ფორმულა კრეატივმა" დღეს გაავრცელა განცხადება, რომ თანამოაზრეებთან და პარტნიორებთან ერთად ახალ მედია პლატფორმას ქმნის. ახალი არხის დაფუძნება დღეს დაანონსა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმაც. კეზერაშვილი აღნიშნავს, რომ ხალხის დასავლური არჩევანი დასაცავია და სატელევიზიო პლატფორმა გვერდში დაუდგება არა რომელიმე პარტიას, არამედ მთელ სამოქალაქო საზოგადოებას.

კომენტარები