ლარის კურსი

დოლარი ₾2.93 ღირს - ლარი 4.22 თეთრით გამყარდა

ტაბულა

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 1 აგვისტოს სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 4.22 ევროთი გამყარდა, ევროსთან კი 7.99 თეთრით.

ამგვარად, ერთი აშშ დოლარი ოფიციალური კურსით 2.9296 ლარი ღირს, ერთი ევრო კი 3.2328 ლარი.

ლარი გამყარდა თურქულ ლირასა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც.

ლარის გამყარება ეროვნული ბანკის გუშინდელ გადაწყვეტილებას მოსდევს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარის გატანის თაობაზე. როგორც დღეს გახდა ცნობილი, გამოტანილი 40 მილიონიდან 32.8 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდა.

უკვე ერთ თვეზე მეტია, ლარის კურსს გაუფასურების ტენდენცია აქვს. ივნისის პირველ ნახევართან შედარებით, ეროვნული ვალუტა თითქმის 20 თეთრითაა გაუფასურებული.

კომენტარები