დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანს: ტანკერების გაცვლა არ მოხდება

დომინიკ რააბი
Reuters

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ირანის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ირანულ ტანკერში გაცვლა გამორიცა:

"ჩვენ ბარტერს არ ვაპირებთ: თუ ადამიანებმა ან ქვეყნებმა ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი ხომლადი არალეგალურად დააკავეს, კანონის უზენაესობა და საერთაშორისო კანონები უნდა იყოს დაცული. ჩვენ არ ვაპირებთ არალეგალურად დაკავებული გემის გაცვლას, ირანი სიტუაციიდან ასე ვერ გამოვა. ბარტერი არ განიხილება." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ ირანმა ჰორმუზის სრუტეში ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი ნაბთობტანკერი დააკავა. მიუხედავად იმისა, რომ ტანკერს ბრიტანეთის ფლოტის გემი იცავდა, დაკავების მომენტში ის ტანკერიდან ერთი საათის სავალ გზაზე იმყოფებოდა.

ირანის მიერ ტანკერის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც გიბრალტარში ბრიტანეთის სამხედრო ძალების დახმარებით ირანული ნავთობტანკერი სირიისათვის დაწესებული სანქციების დარღვევის გამო დააკავეს.

დიდმა ბრიტანეთმა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში მათი ნავთობტანკერის დაკავების განსახილველად აშშ-სა და საფრანგეთის სამხედრო წარმომადგნლები მიიწვია. ჰორმუზის სრუტეში ტანკერების მოძრაობის უსაფრთხოებისათვის საერთაშორისო მისიის შექმნა განიხილეს.

კომენტარები