ინდოეთი

ინდოელმა ექიმებმა 7 წლის ბიჭს 526 კბილი ამოუღეს

WSPA

7 წლის ინდოელ ბიჭს ექიმებმა 526 კბილი ამოუღეს. ამის შესახებ Times Of India წერს.  

ბიჭი საავადმყოფოში ყბის ძლიერი ტკივილით მიიყვანეს. მშობლები ვარაუდობდნენ, რომ ბიჭს კბილი სტკიოდა, თუმცა კომპიუტერული ტომოგრაფიისა და რენტგენის გადაღების შემდეგ ექიმებმა დაადგინეს, რომ ბავშვს პირში კბილებით სავსე სიმსივნე ჰქონდა.   

ექიმების თქმით, კბილების ზომა 0.1 მილიმეტრიდან 15 მილიმეტრამდე იყო.

ოპერაცია 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ბიჭი თავს კარგად გრძნობს.  

ინდოელი ექიმებისთვის გაურკვეველია, თუ რა არის ამ ანომალიის მიზეზი. ისინი ფიქრობენ, რომ ეს გენეტიკური პათოლოგიაა და შესაძლოა, რადიაციისგან ან მობილური კავშირის ანძებისგან იყოს გამოწვეული. 

კომენტარები