ჩიხურას უარი რუსულენოვან თარჯიმანს

საჩხერის "ჩიხურამ" "აბერდინთან" მატჩის წინ რუსულენოვან თარჯიმანზე უარი განაცხადა

"აბერდინთან" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო მატჩის წინ, საჩხერის "ჩიხურამ" შოტლანდიაში პრესკონფერენციაზე რუსულენოვან თარჯიმანზე უარი განაცხადა. 

"მასპინძლებმა, მიუხედავად მრავალი გზის მცდელობისა, ვერ მოახერხეს პრესკონპერენიაზე ქართულენოვანი თარჯიმნის მოყვანა და შემოგვთავაზეს რუსულენოვანი თარჯიმანი. კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, საფეხბურთო კლუბმა "ჩიხურამ" კატეგორიული უარი განაცხადა რუსულენოვანი თარჯიმნის სამსახურზე და პრესკონფერენცია ქართულ-ინგლისურ ენაზე წარმართა", — აღნიშნავს კლუბის პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ "ჩიხურასა" და "აბერდინის" პირველი მატჩი თბილისში ფრედ - 1:1 დასრულდა. შოტლანდიაში საპასუხო მატჩი დღეს ჩატარდება.

კომენტარები