რუსთავი 2

ნიკა გვარამია დაკავებას არ გამორიცხავს

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ დაიჭერენ.

"ჩემთვის ეს იქნება დრო, რომელსაც გამოვიყენებ ძილში და კითხვაში და აუცილებლად გამოვალ გარეთ, მაგრამ ის ვინც მე დამიჭერს, ის რომ შევა ძალიან დიდხანს ვერ გამოვა, ამის პირობას ვდებ" - თქვა ნიკა გვარამიამ პარლამენტთან მიმდინარე გადაცემაში "სირცხვილია".

ცნობისთვის, ნიკა გვარამია ხვალ, 2 აგვისტოს, 11:00 საათზე საქართველოს საქალაქო სასამართლოში მოწმის სახიტ დაიკითხება.

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის წინაშე დაიკითხება.

ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის მიერ რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის გამოკითხვასთან დაკავშირებით დღეს გავცელდა. 

გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა გვარამიას მაგისტრატი მსოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვის მოთხოვნთ, დღეს, 1-ელ აგვისტოს, მიმართა.

კომენტარები