უბედური შემთხვევა

ლაგოდეხში, მდინარე ნინოსხევში, ტურისტი ჩავარდა, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

flickr

ლაგოდეხში, მდონარე ნინოსხევში ტურისტი ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, შუახნის მამაკაცის ცხედარი გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. როგორც ცნობილია, გარდაცვლილი გერმანიის მოქალაქეა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები