APPLE

ეფლმა აიფონით გადაღებული 2019 წლის 20 საუკეთესო ფოტო გამოავლინა

0 კომენტარი
“ბოდიში, დღეს კინო არ იქნება” - გადაღებულია აიფონ 7 Plus-ით და წლის ფოტოგრაფის კატეგორიაში მეორე ადგილი აქვს. ფოტო: Yuliya Ibraeva

ეფლმა რამდენიმე დღის წინ, აიფონით გადაღებული 2019 წლის 20 საუკეთესო ფოტო გამოავლინა.

კონკურსში მონაწილეობას მოყვარული და პროფესიონალი ფოტოგრაფები 140 სხვადასხვა ქვეყნიდან იღებდნენ. მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ფოტოები აუცილებლად აიფონით უნდა ყოფილიყო გადაღებული.

მთავარი პრიზისა და “წლის ფოტოგრაფის” სტატუსის მფლობელი გაბრიელა კილიანო გახდა, რომელმაც ფოტო აიფონ X-ით გადაიღო. ასევე, გამოვლინდნენ 18 სხვა კატეგორიის გამარჯვებულებიც.

დაათვალიეთ, ეფლის მიერ არჩეული 20 გამარჯვებული ფოტო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები