ტაილანდი

ბანგკოკში ASEAN-ის სამიტის მიმდინარეობისას სამი აფეთქება მოხდა, დაშავდა 4 ადამიანი

Reuters

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტის მიმდინარეობისას სამი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.

6 მცირე ზომის ხელნაკეთი ბომბი 3 სხვადასხვა ლოკაციაზე აფეთქდა: მატარებლის სადგურზე, ერთ-ერთ სამთავრობო შენობასთან და ქალაქის ყველაზე დატვირთულ მაგისტრალზე.

დაკავებულია 2 ეჭვმიტანილი. ტაილანდის პრემიერმინისტრის თქმით აფეთქებების მიზანი ქვეყნის რეპუტაციის შელახვა იყო.

აფეთქებები სამიტზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს გამოსვლამდე მოხდა.

გუშინ მოხდა ტაილანდის სამეფო სასახლის ევაკუაციაც, მას შემდეგ რაც დააკავეს კაცი, რომელმაც სასახლეში საეჭვო პაკეტი დატოვა. პოლიციის თქმით სასახლეში 2 ყალბი ბომბი იპოვეს.

კომენტარები