მოდა

კლაუდია შიფერი და სტეფანი სეიმური იტალიური ვოგის გარეკანს დაუბრუნდნენ

0 კომენტარი
ფოტო: Vogue Italia

იტალიური ვოგის აგვისტოს ნომერი ორი გარეკანით გამოვიდა - ერთზე 48 წლის კლაუდია შიფერის ფოტო დაბეჭდეს, მეორე კი 51 წლის სტეფანი სეიმურის.

1990-იანი წლების სუპერმოდელები ფოტოებში თითქმის მთლინად შიშვლები არიან.

ფოტოები ფოტოგრაფმა ქოლიერ შორმა გადაიღო და მისი თქმით, ეს ფოტოსესია ქალების გაძლიერებასა და გამხნევებას შეეხება.

“იმის გამო ვინ ვარ მე და ვინ არიან ისინი, ვფიქრობ ეს სურათები ეხება ქალების გათვიცნობიერებას მათ სექსუალობაში”, - თქვა ფოტოგრაფმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები