უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

მიქაუტაძე: ჩემი ამჟამინდელი გამოწვევა არის უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობა

0 კომენტარი
ფოტო: ტვ პირველი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება, ამ წუთებში საბჭოს მდივანთან გიორგი მიქაუტაძესთან მიმდინარეობს გასაუბრება. როგორც მიქაუტაძემ გასაუბრების დაწყებამდე ჟურნალისტებთან თქვა, მისი ამჟამინდელი გამოწვევა არის უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობა და თავმჯდომარეობაზე არ უფიქრია.

"რა თქმა უნდა, დადებითი განწყობა მაქვს. ჩემთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა, რომელიც მქონია კარიერის განმავლობაში... უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არ მიფიქრია. ამაზე არ მაქვს ჩამოყალიბებული განწყობა. ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ ამას, რადგან ამ საკითხზე რეალურად არ მიფიქრია. ჩემი ამჟამინდელი გამოწვევა არის უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობა. სწორედ ამისთვის მოვედი დღეს გასაუბრებაზე", - თქვა მიქაუტაძემ.

გიორგი მიქაუტაძე ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია, ამასთან ის თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლეა.

უზენაეს სასამართლოში უვადოდ კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს.

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც ჯანეზაშვილი და დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ

როგორ მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი, წაიკითხეთ აქ

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები