განზრახ მკვლელობა

სოფელ გორდში მეზობლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

shutterstock

კაცს, რომელიც მეზობლის განზრახ მკვლელობაში იყო ბრალდებული, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მკვლელობა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში, 2018 წლის 5 ნოემბერს მოხდა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 5 ნოემბერს, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში, საცხოვრებელ სახლში, გ.თ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელს ვ.კ-ს, განზრახ მოკვლის მიზნით დანა დაარტყა გულმკერდის არეში. მიღებული ჭრილობის შედეგად ვ.კ. ადგილზე გარდაიცვალა", - ამბობენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გ.თ. იმავე დღეს დააკავეს.

კომენტარები