მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე: 6 ქალაქისთვის 100 ახალი ავტობუსი შევიძინეთ

0 კომენტარი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერიმინისტრის ინფორმაციით, მთავრობამ საქართველოს 6 ქალაქისთვის 100 ახალი ავტობუსი შეიძინა.

ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ახალი ავტობუსები ქუთაისისთვის, გორისთვის, თელავისთვის, ზუგდიდისთვის, რუსთავისა და ფოთისთვის შეიძინეს.

"დღეს ჩვენს ქალაქებში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა საზოგადოებრივი ტრანსპორტია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მასშტაბური ინვესტიციები მივეცით თბილისის მერიას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ანალოგიური პრობლემები საქართველოს სხვა ქალაქებშიც დგას. შესაბამისად, ჩვენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გვქონდა მოლაპარაკებები, ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ქუთაისისთვის, გორისთვის, თელავისთვის, ზუგდიდისთვის, რუსთავისა და ფოთისთვის ჩვენ 100 ახალ ავტობუსს შევიძენთ",- თქვა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრს არ დაუკონკრეტებია რა თანხა დაიხარჯა ახალი ავტობუსების შეძენაზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები