ლარის კურსი

დოლარი 2.89₾ ღირს - ლარი გამყარებას განაგრძობს

ტაბულა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით უკვე მეორე დღეა, რაც მყარდება. დოლართან ეროვნული ვალუტა 4.22 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 2.91 თეთრით.

ამრიგად, ოფიციალური კურსით ერთი დოლარის ღირებულება 2.887 ლარი იქნება, ერთი ევროსი კი 3.2037.

ლარის გამყარება მოსდევს ეროვნული ბანკის 31 ივლისის გადაწყვეტილებას სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარის გატანის თაობაზე. როგორც 1 აგვისტოს გახდა ცნობილი, გამოტანილი 40 მილიონიდან 32.8 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდა.

ლარის კურსს უკვე ერთ თვეზე მეტია გაუფასურების ტენდენცია აქვს. ივნისის პირველ ნახევართან შედარებით, ეროვნული ვალუტა თითქმის 20 თეთრითაა გაუფასურებული.

კომენტარები