მიწისძვრა

ინდონეზიაში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე გამოცხადდა.  

ძლიერი მიწისძვრა იავასა და სუმატრას კუნძულებზე მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სააგენტოს ცნობით, ეპიცენტრი იავადან 224 კილომეტრის მოშორებით, 59 კილომეტრის სიღრმეში იყო.  

ცუნამის საფრთხის გამო სანაპიროსთან ახლოს მცხოვრებლებს ტერიტორიის დატოვება ურჩიეს.   

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა. 

კომენტარები