საქართველო-საფრანგეთი

საფრანგეთში საქართველოს ელჩი თეა კატუკია იქნება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი UNESCO-ში თეა კატუკია იქნება.

გასული წლის შემოდგომიდან, მას შემდეგ, რაც ეკატერინე სირაძე-დელონეს უფლებამოსილების ვადა ამოუწურა, საფრანგეთში საქართველოს ელჩი არ ჰყავდა.

2012 წლიდან დღემდე კატუკია ფრანგული კვლევითი ცენტრის - საერაშორისო საფრთხეების პრევენციისა და ანალიზის ფრანგული კვლევითი გენერალური მდივანი იყო. გარდა ამისა, 2012 წლიდან დღემდე ის იყო აგრეთვე საერთაშორისო ურთიერთობების საკითხზე ფრანგული ჟურნალის „დიპლომატიას“ მთავარი რედაქტორი და პარალელურად ხელმძღვანელობდა ორ საერთაშორისო გამოცემას - Green Innovation და Blue Innovation.

თეა კატუკიას განათლება ივანე ჯავახიშვილის, პარიზი II-ისა და სორბონის უნივერსიტეტებში აქვს მიღებული.

გარდა საფრანგეთისა, დღეს ცნობილი გახდა კიდევ ერთი დანიშვნის შესახებ - ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ლაშა ჟვანია იქნება. ჟვანია წლების განმავლობაში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ფონდს ხელმძღვანელობდა, რომელიც ზურაბიშვილის ადმინისტრაციის თავმჯდომარედ გადასვლისას დატოვა, ხოლო ამავე თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, კვლავ მიბრუნდა.

კომენტარები