საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა

0 კომენტარი
ფოტო: შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა.

ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტრო ავრცელებს.

აქამდე, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია კახაბერ ქემოკლიძეს ეკავა, რომელიც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად დაინიშნა. მიხეილ დაუშვილი კი მანამდე ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

უწყების ცნობით, დაუშვილს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამართალმცოდნეობი ბაკალავრის ხარისხი აქვს, ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იგივე სპეციალობის მაგისტრის ხარისხი.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას:

  • 2018 წლის მაისიდან ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. 2018 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით კი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე.
  • 2017 წლის მაისიდან - დეკემბრამდე მას ეკავა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიცია. ხოლო, 2016-2017 წლებში იგი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი იყო.
  • 2015-2016 წლებში მუშაობდა ეკონომიკური საბჭოს აპარატში სამართლებრივი მრჩევლის პოზიციაზე.
  • 2010-2015 წლებში საქმიანობდა კერძო და არასამთავრობო სექტორში.
  • 2015 წლიდან არის მოწვეული ლექტორი საჯარო და კერძო უნივერსიტეტებში.

სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ 2013 წლიდან მიხეილ დაუშვილი არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი და მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციასა და სასწავლო ვიზიტში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები