ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღება

შსს: აჭარაში 2 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ

0 კომენტარი
ფოტო: შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში 2 ნარკორეალიზატორი - 1980 წელს დაბადებული ო.ფ. და 1963 წელს დაბადებული ხ.კ. დააკავეს.

"გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ მათ მიერ უკანონოდ გაყიდული 10 აბი ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკების შესაძენად გადახდილი თანხა ნივთმტკიცებად 
ამოიღო", - აღნიშნავენ უწყებაში.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულ ო.ფ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის და საცხოვრებელი 
სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 22 აბი MDMA და გამომშრალი მარიხუანა, ხ.კ.-ს პირადი ჩხრეკისას კი - ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ეს მუხლები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები