საქართველოს მოქალაქეების დაკავება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კიევში დაკავებულებს შორის საქართველოს 5 მოქალაქეა

0 კომენტარი

კიევში, ბაზრობა "ტროეშჩინაზე" დაკავებულ არალეგალებს შორის საქართველოს ხუთი მოქალაქეა.

ამის შესახებ ტაბულას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს.

უწყებაში ამბობენ, რომ ამ ხუთ ადამიანს პოლიციამ ადმინისტრაციული ჯარიმა გამოუწერა და გაათავისუფლა. უცნობია, საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში რჩებიან თუ დაბრუნდნენ დაბრუნდნენ.

კიევის პოლიციამ ბაზრობაზე 119 არალეგალი გუშინ, 2 აგვისტოს დააკავა. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მოქალაქეები იყვნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები