კრიმინალი

ინტერპოლით ძებნილი, მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე უკრაინაში დააკავეს

უკრაინის ნაციონალური პოლიცია

უკრაინაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ბრალდებულია განზრახ მკვლელობაში და ინტერპოლით იძებნებოდა.

უკრაინის პოლიციამ ის ოდესაში გუშინ, 2 აგვისტოს დააკავა და მისი ექსტრადირების საკითხი 40 დღის ვადაში უნდა გადაწყდეს.

​პოლიციაში ამბობენ, რომ ბრალდებული 35 წლისაა და გამოძიების ვერსიით, მან 2005 წელს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ მკვლელობა ჩაიდინა.

დაკავებულის ვინაობა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მას საქართველოში დაუსწრებლად მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით და 2011 წლიდან საერთაშორისო ძებნაზე იმყოფება.

პოლიციის ინფორმაციითვე, ბრალდებული ოდესის ოლქის ტერიტორიაზე ყალბი პასპორტით იმყოფებოდა. ის სპეცრაზმის დახმარებით დააკავეს

კომენტარები