რუსეთი

მოსკოვში აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს [VIDEO]

Aleksei Kirilenko

Dozhd-ის ინფორმაციით, მოსკოვში აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში უკვე 33 ადამიანი დააკავეს.

გერმანული მედიის DW-ის ჟურნალისტის მიერ გადაღებულ ვიდეოში ვხედავთ, თუ როგორ აკავებენ ერთერთ მომიტინგეს. აქციის მონაწილეები გაიძახიან "სირცხვილი!"

აქციის დაწყებამდე ოპოზიციონერი ლიუბოვ სობოლიც დაიჭირეს.

მოსკოვის პროკურატურამ 3 აგვისტოს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები გააფრთხილა და მათ მოუწოდა, რომ კანონის დარღვევა დაუშვებელია.

დამოუკიდებელი კანდიდატები მოსკოვში 14 ივლისიდან საპროტესტო აქციებს მართავენ, რადგან ისინი მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე დაუშვან. მოსკოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისთან გამართული აქციის შემდეგ საგამოძიებო კომიტეტმა საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით გამოძიება დაიწყო. 

27 ივლისს აქცია მოსკოვის მერიასთან გაიმართა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ იყო. ის პოლიციამ და რუსეთის გვარდიამ ძალადობრივად დაშალა. საერთო ჯამში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა 1 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკოსები და ჟურნალისტები. 27 ივლისის აქციაზე პროკურატურამ საქმე პოლიციელებისადმი ძალის გამოყენების მუხლით აღიძრა. ამ დროის მონაცემებით, გამამტყუნებელი განაჩენი აქციის 5 მონაწილის მიმართაა გამოტანილი. 

ლიუბოვ სობოლმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ 3 აგვისტოს მშვიდობიან მსვლელობას შეუერთდნენ. მოსკოვის ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციაზე ნებართვას არ გასცემენ.

კომენტარები