იაპონია

იაპონიაში მკვლელობებში ბრალდებული ორი პირი სიკვდილით დასაჯეს

AFP

იაპონიაში მკვლელობებში ბრალდებული ორი პირი სიკვდილით დასაჯეს. ეს მიმდინარე წელს ქვეყანაში დამნაშავის სიკვილით დასჯის პირველი შემთხვევაა, ხოლო 2012 წელს პრემიერმინისტრ შინზო აბეს მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ 38-ე. სიკვდილით დასჯის ფორმა ჩამოხრჩობაა.

64 წლის კოიჩი შოჯიმ მეგობარ გოგონასთან ერთად 2001 წელს კანაგავას პრეფექტურაში სახლი გაძარცვა და ორი ქალი მოკლა. 50 წლის იასუნორი სუზუკიმ კი 2004 წელს ერთი თვის შუალედში 3 ქალი გაძარცვა და მოკლა.

ჩამოხრჩობა გასაიდუმლოებულად ხდება. წიანსწარ ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ თავად სიკვდილმისჯილს, მათ ოჯახს და ადვოკატს აქვთ, თუმცა შესაძლოა მათ ეს ინფორმაცია სიკვდილით დასჯამდე მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე მიიღონ.

გასულ წელს იაპონიაში სიკვდილით დასაჯეს აუმ შინრიკიოს კულტის 7 წევრი, მათ შორის კულტის ლიდერი შოკო ასაჰრა. მათ ჩამოხრჩობა 1995 წლის 20 მარტს ტოკიოს მეტროში ქიმიური თავდასხმის განხორციელების გამო ჰქონდათ მისჯილი, რასაც 13 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმის შედეგად დაშავდა ათასამდე ადამიანი.

ასაჰარას და მის მიმდევრებს ბრალად ასევე ედებოდათ 1994 წელს რამდენიმე მკვლელობა და ზარინის გაზის გაშვება, რის შედეგადაც დაიღუპა 8 და დაშავდა 600 ადამიანი.

კულტის კიდე 6 წევრს სიკვდილით დასჯა, ხოლო ექვსს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

კომენტარები